ნაღმური გამრღვევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაღმური გამრღვევი - ნაღმური ღობურების გამრღვევი სპეციალური ან გადაკეთებული, გაზრდილი სიცოცხლისუნარიანობისა და ჩაუძირვადობის გემი. იგი განკუთვნილია შეზღუდული დროის პირობებში ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედებების განსახორციელებლად დიდი სიმჭიდროვის დანაღმულ ღობურებში ხომალდებისთვის (გემებისთვის) გასასვლელების გასაყვანად.

ნაღმური გამრღვევი კონტაქტურ ნაღმებს აფეთქებს თავისი კორპუსით, ხოლო არაკონტაქტურ ნაღმებს - ამ ნაღმებზე საკუთარი ან ხელოვნურად შექმნილი ფიზიკური ველების (აკუსტიკური, მაგნიტური, ჰიდროდინამიკური და სხვა) ზემოქმედებით.

ნაღმურ გამრღვევებად, ჩვეულებრივ, იყენებდნენ სპეციალურად მომარჯვებულ 12 ათ. ტონამდე წყალწყვის გემებს ან სწრაფმავალ კატარღებს. ფართოდ გამოიყენებოდა II მსოფლიო ომში. ნაღმური გამრღვევის ფუნქციებს XX საუკუნის 70-80-იან წლებში ასრულებდნენ რადიომართვადი მტრალავი კატარღები და დანაღმული ღობურების სამდინარო გამრ-ღვევები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები