სიცოცხლისუნარიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიცოცხლისუნარიანობა - ჯარების (ძალების) და სამხედრო ტექნიკის უნარი, შეინარჩუნონ ან სწრაფად აღიდგინონ ბრძოლისუნარიანობა.

ჯარების სიცოცხლისუნარიანობას აღწევენ, უწინარეს ყოვლისა, სტაბილური მართვით, ძალების და საშუალებების დროული განაწილებით და ჯარების განლაგების რაიონების შეცვლით, ჯარების (ძალების) შენიღბვით, მასობრივი დაზიანების იარაღისაგან დაცვით, ძალებისა და საშუალებების რეზერვის შექმნით და სხვა.

სამხედრო ტექნიკის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს მისი შემუშავების ტაქტიკურ-ტექნიკური დავალება. სამხედრო ტექნიკის თითოეულ სახეობას აქვს სიცოცხლისუნარიანობა საკუთარი პარამეტრები. მაგალითად, საარტილერიო ქვემეხის სიცოცხლისუნარიანობა ფასდება გასროლის იმ რაოდენობით, რომელსაც უძლებს ლულა სროლის და მანძილის მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე (ქვემეხის სიმძლავრის მიხედვით იგი მერყეობს რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათას გასროლამდე).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები