ნაკერი
ნაკერი
1. დეტალების, კონსტრუქციების შეერთების ადგილი, მიღებული კონტაქტური შედუღებით;
2. კონსტრუქციული ნაკერი, რომელიც აცალკევებს ნაწილებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი ძაბვები მათი გადაადგილება-დეფორმაციების დროს, მაგ., ბეტონის გზის საფარზე;
3. ნაგებობის, შენობის, კონსტრუქციის დეტალების შეერთებისა და დამაგრების ადგილი;
4. დიდი სიგრძის შენობებში ან კონსტრუქციებში დატოვებული მუდმივი ჭრილი (ჭვრიტე), რომელიც დაცალკევებულ ნაწილებს დამოუკიდებელი გადაადგილებისა და დეფორმაციის საშუალებას აძლევს. დეფორმაციების გამომწვევი ფაქტორების ბუნებისა და სახეობის მიხედვით ნაკერი არსებობს: ანტისეისმური, დაჯდომის, დეფორმაციული, კონსტრუქციული, საიზოლაციო, სამშენებლო, ტემპერატურული და შეკლების. მათგან მშენებლობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია ტემპერატურული, ანტისეისმური და დაჯდომის ნაკერები. ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობებისა და გვირაბების ნ. წყალშეუღწევადობის მიზნით ბიტუმის მასით ავ-სებენ;
5. ანაწყობებში ან მომიჯნავე ანაწყობებს შორის ღიობი, რომელსაც ქმნის შენობის ღრე-ჩოები, ან დაგეგმარებულია, რათა თერმული, სეისმური (მიწისძვრისმიერი), ქარისმიერი ან ნებისმიერი სხვა დატვირთვისას შენობამ შეძლოს დამოუკიდებლად მოძრაობა ნებისმიერ სიბრტყეში.