დეფორმაციული ნაკერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეფორმაციული ნაკერინაგებობის კონსტრუქციის გამჭოლი განაჭერი, რომელიც შენობის ცალკეულ ნაწილებს დამოუკიდებელი დეფორმაციის საშუალებას აძლევს. დეფორმაციების გამომწვევი ფაქტორების ბუნებისა და სახეობის მიხედვით ნაკერი არსებობს: ანტისეისმური, დაჯდომის, კონსტრუქციული, საიზოლაციო, ტემპერატურული და შეკლების.

მათგან ყველაზე მეტად მშენებლობაში გავრცელებულია ტემპერატურული და დაჯდომის ნაკერები. ტემპერატურული ნაკერი – კომპენსაციას უკეთებს შენობის ტანში ცვლილებებს, რომელსაც იწვევს გარემოს ტემპერატურული ცვალებადობა. ეს ეხება უმეტესად შენობის მიწისზედა ნაწილს, ამიტომ ნაკერებს აკეთებენ გრუნტის ზედაპირიდან სახურავამდე. ასეთი ტიპის ნაკერები ანაწევრებენ შენობას ბლოკებად, უზრუნველყოფენ ხაზოვანი გადაადგილებების ალბათობას ნეგატიური შედეგების გარეშე და ხსნიან ტემპერატურული ძაბვების დამანგრეველ გავლენას მასზე;

დაჯდომის ნაკერი – კომპენსაციას უკეთებს შენობის ტანში ცვლილებებს, გამოწვეულს გრუნტზე კონსტრუქციების არათანაბარი დატვირთვებით, რომელიც ხდება სხვადასხვა სართულიანობისა ან მიწისზედა ნაწილების მნიშვნელოვნად განსხვავებული მასების შემთხვევაში;

ანტისეისმური ნაკერი – ეწყობა შენობებში, რომლებიც მდებარეობს სეისმურ ზონებში. შენობა იყოფა დამოუკიდებელ ბლოკებად, შესაბამისად, მცირდება სეისმური მასები და შენობების ნგრევის ალბათობის მაჩვენებლები;

შეკლების ნაკერი – იყენებენ რკინაბეტონის მონოლითურ მშენებლობაში ბეტონის გამყარების პროცესში გაჩენილი შიგა ჭარბი ძაბვების მოსახსნელად (ეს ძაბვები იწვევს კონსტრუქციებში ბზარების წარმოქმნას);

კონსტრუქციული ნაკერი – ეწყობა შენობის ცალკეული კონსტრუქციების მცირედი გადაადგილებისათვის მხოლოდ ჰორიზონტალური მიმართულებით;

საიზოლაციო ნაკერი – ეწყობა სვეტების, კედლებისა და მოწყობილობა-დანადგარების საძირკვლების ირგვლივ, რათა დავიცვათ იატაკის მოჭიმვა შენობის კონსტრუქციების დეფორმაციების გავლენისაგან.

შენობა-ნაგებობების გარდა ნაკერი შეიძლება მოეწყოს გზებზე, მოედნებზე, ტროტუარებსა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები