ტემპერატურული ნაკერი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტემპერატურული ნაკერი – ნაკერი, რომელიც შენობას საძირკვლამდე ჭრის და საშუალებას აძლევს მის მიერ გამოყოფილ ნაკეთურებს დამოუკიდებლად განიცადონ ტემპერატურის ცვლილებით გარკვეული დეფორმაცია.
ტემპერატურულ ნაკერებს შორის დაშორება აიღება: რკინაბეტონის კარკასულ შენობებში – 72 მ; ლითონის კარკასულ შენობებში – 200-230 მ; ხის შენობებში – არ საჭიროებენ ტემპერატურულ ნაკერებს სვეტების დიდი მოქნილობის გამო.
წყარო
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი