ნავმახია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ulpiano Fernández-Checa y Saiz, ნავმახია (1894)

ნავმახია – (ძვ. ბერძ. ναυμαχία - საზღვაო ბრძოლა), ძველრომაულ ამფითეატრში წყალზე გამართული წარმოდგენა, საზღვაო ბრძოლის ინსცენირება.

არსებული წყაროების მიხედვით, პირველი ასეთი ნავმახია მოაწყო კეისარმა (46 წ. ძვ. წ.) მებრძოლები, რომლებიც მასში იღებდნენ მონაწილეობას, იწოდებოდნენ ნავმახარიებად და შერჩეულნი იყვნენ ან გლადიატორთა, ან სამხედრო ტყვეთა და ან სიკვდილმისჯილთა რიგებიდან. იშვიათად მასში მონაწილეობდნენ მოხალისეებიც. ეს იყო ძველი რომისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სისხლიანი სანახაობა, რომელსაც მიცემული ჰქონდა თეატრალური ფორმა. არც თუ იშვიათად, მასში ასახული იყო წარსულში მომხდარი საზღვაო ბრძოლა.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები