ინსცენირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინსცენირება – (ლათ. in – ში და scena სცენა) – ლიტერატურული ნაწარმოების (რომანი, პოემა, მოთხრობა და ა.შ.) პიესად გარდაქმნა. სხვაა, როცა პიესა იქმნება თხრობითი ნაწარმოების მოტივების გამოყენებით (მაგ. შექსპირის მიერ შუასაუკუნეების ნოველების და მოთხრობების გადამუშავება). ინსცენირება გულისხმობს არსებული ლიტერატურული ნაწარმოების აზრობრივი და სტილური თავისებურებების შენარჩუნებას, თუმც არ გამორიცხავს ნაწილობრივ ჩარევასაც.