მშვიდობის აღდგენის და შენარჩუნების ოპერაციები
მშვიდობის აღდგენის და შენარჩუნების ოპერაციები – აქციები, რომლებიც ძირითადად ხორციელდება გაეროს უშიშროების საბჭოს ეგიდით მოქმედი რეგიონული უსაფრთხოების სტრუქტურების გადაწყვეტილებით და ხელმძღვანელობით.
სპეციალურად ქმნიან სამშვიდობო ძალებს (სამხედროების მეთვალყურეობით მოქმედ მისიებს ან სამხედრო კონტინგენტებს) საომარი კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული ბრძოლის თავიდან აცილების, ლოკალიზაციის, ან შეწყვეტის მიზნით; არის მშვიდობისმყოფლობის ფორმა და ხერხი.
მანილის 1995 წლის დეკლარაციის და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ “ყველა დარგში საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების შენარჩუნების და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” მიღებული რეზოლუციის თანახმად, მშვიდობის აღდგენის და შენარჩუნების ოპერაციებს განეკუთვნება:
- სამხედრო ძალის დემონსტრაცია;
- კონფლიქტის რაიონის ბლოკირება საერთაშორისო გაერთიანების მიერ მიღებული სანქციების შესრულების მიზნით;
- კონფლიქტის მხარეების შეიარაღებული დაჯგუფებების დაშორიშორება;
- სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა და კონფლიქტის ზონიდან მისი ევაკუაცია;
- განიარაღება და კონფლიქტის მონაწილეთათვის ჩამორთმეული იარაღის დაცვა და სხვა.
მშვიდობის აღდგენის და შენარჩუნების ოპერაციები ხორციელდება გაეროს უშიშროების საბჭოს ან გაეროს ეგიდით მოქმედი რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების სპეციალური მანდატის საფუძველზე, მოშუღლე მხარეების თხოვნით, ან თანხმობით.