სამშვიდობო ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამშვიდობო ძალები – იქმნება დაპირისპირებულ მხარეთა მიერ ცეცხლის შეწყვეტის, სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისა და მონიტორინგის მიზნით, ხშირ შემთხვევაში კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიერ გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად.
გაეროს უშიშროების საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ქვეყანაში (ან რეგიონში) სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ, რომელთა დაკომპლექტება, როგორც წესი, ხდება რამდენიმე ქვეყნის (ან სახელმწიფოთა კოალიციის) სამხედრო კონტინგენტის, პოლიციისა და სამოქალაქო პირთა მიერ (ე.წ. ცისფერჩაფხუტიანები). გაეროს უშიშროების საბჭო ასევე უფლებამოსილია მიანიჭოს რეგიონალურ ორგანიზაციებს (ნატო, ევროკავშირი, აფრიკის კავშირი, დსთ) საკუთარი ძალების მეშვეობით სხვადასხვა სახის სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების უფლება.