მუსხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუსხი

მუსხი, ენგვიკვევი – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ურაველის თემში, ახალციხის ქვაბულში, მდინარე ურავლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1095-1200 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან 16 კმ მანძიზლე. მესხეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელი. მუსხები, მუშკები მესხების წინაპრებს ერქვა. სავარაუდოდ სოფელმაც აქედან მიიღო სახელი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 880 კაცი, უპირატესი ეროვნება (99 %) – ქართველი (2002). არის დიატომიტის საბადო. ძველად აქ ვაზი ხარობდა. ალ. ფრონელი წერს: „მე თვითონ მინახავს 1891 წ. მუსხის და ტობის ძირობებში, მტკვრის პირას, გამხმარი ვაზის ჯირკები. ეტყობა ვენახები გადაშენებულა ამ უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში. მთელ სამცხე-საათაბაგოში ეხლა არაც ერთი ვენახი აღარაა”.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები