მელქიორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელქიორი – (ებრ. melech მეფე და -or შუქი, სინათლე), სპილენძის ერთფაზიანი შენადნობი ნიკელთან. ზოგჯერ უმატებენ რკინას, მანგანუმს, თუთიას ან ვერცხლს. გარეგნულად ჩამოჰგავს ვერცხლს, მაგრამ შედგენილობის მიხედვით აქვს სხვადასხვა შეფერილობა. თუ შედგენილობაში შედის ცოტაოდენი ვერცხლიც კი, მაშინ მელქიორი გარეგნულად ძნელი გასარჩევია სუფთა ვერცხლისაგან. მელქიორი ადვილი დასამუშავებელია. არქიტექტურაში გამოიყენება სანაკეთო მასალად. მელქიორისაგან ამზადებენ სამედიცინო ხელსაწყოებს, საზღვაო ნავების მაღალხარისხოვან დეტალებს, თერმოგენერატორებს, რეზისტორებსა და სხვ. ტერმინი (ფრანგ. maillechort) დაკავშირებულია ფრანგი გამომგონებლების მაიოს (Maillot) და შორიეს (Chorier) სახელებთან.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები