მელია (მცენარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Melia.PNG

მელია - melia azedarach. მელიას სამეგრელოში ეძახიან ძიაშ ჯას, ჭყვეტაში ჯას. მელია მიეკუთვნება მელიისებრთა - Meliacae-ს ოჯახს. ფოთოლმცვენი ან ნახევრად მარადმწვანე ლამაზი, გაშლილვარჯიანი 2—18 მ სიმაღლის ხეა. მეჩხერ საგველა ყვავილედში თავმოყრილია წვრილი იასამნისფერი სურნელოვანი ყვავილი. ნაყოფი მომრგვალოა და ყვითელი. გავრცელებულია სამხრეთ აზიაში, ავსტრალიაში, კულტივიებულია ყირიმში, შუა აზიის რესპუბლიკებში, კარგად ხარობს საქართველოში. დეკორატიული მცენარეა. ფოთლები და ფესვები გამოიყენება მედიცინაში, მოწითალო მერქანი კი სადურგლო საქმეში. ნაყოფი შხამიჩნია, მისგან იღებენ ინსექტიციდებს. მელიას ფესვების გამონაყოფი ტოქსიკურად მოქმედებს ზრდასრულ ნემატოდებზე, იგი ამცირებს კვერცხებიდან მატლების გამოსვლის პროცესს და ნემატოდების სხვადასხვა სახეობის რიცხობრივობას პომიდორზე, ბადრიჯანზე, თავიან და ყვავილოვან კომბოსტოზე და სხვა, აღნიშნული მცენარეების ზრდა-განვითარება უმჯობესდება შერეულ ნათესებში.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები