მაყაშვილი აბელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაყაშვილი აბელ (ბალო) გაბრიელის ძე - (6.VI.1860 - 1920) - სამხედრო მოსამსახურე.
- დაამთავრა ყაზანის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი.
- პრაპორშჩიკი (1880).
- პოდპორუჩიკი (1881).
- პორუჩიკი (1885).
- შტაბსკაპიტანი (1890).
- დაამთავრა ოფიცერთა სკოლა.
- კაპიტანი (1895).
- პოდპოლკოვნიკი (1905).
- პოლკოვნიკი (1910).
- დაინიშნა ქვეითთა 185-ე პოლკის უფროსად.
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
- 1914 წლიდან მე-14 პოლკის მეთაურია.
- გენერალ-მაიორი (1915).
- გრენადერთა მე-16 პოლკის უფროსი.
- 1917 - ჯერ კავკასიის გრენადერთა დივიზიის ბრიგადის მეთაური, შემდეგ - დივიზიის მეთაური.
დაჯილდოებული იყო - წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის და წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით. დაჯილდოებული იყო იარაღით.
1918 წლიდან ქართულ ჯარშია. 1918 სომხეთთან ომის დროს იყო ახალქალაქ-ახალციხის მაზრის გენერალ-გუბერნატორი და ახალქალაქის ფრონტის სარდალი. 1919 წლიდან სამსახური განაგრძო აზერბაიჯანის რესპუბლიკის არმიაში. იყო ქვეითთა მე-2 დივიზიის უფროსის თანაშემწე. 1920 დაინიშნა განჯის სამხედრო სკოლის უფროსად. დაიღუპა აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროს.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- Русская армия в Великой войне http://www.grwar.ru/;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1 2007.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი