მასალები ტილოს საფუძველზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაარმირებელი მინატილო

მასალები ტილოს საფუძველზე – ტილო წარმოადგენს ბამბის, სელის ან კანაფის ძაფის უხეშ მტკიცე სქელ ქსოვილს, რომელშიც ძაფები ერთის გამოტოვებით ურთიერთმარობულად არის გადახლართული. იგი გამოირჩევა მაღალი ცვეთამედეგობით. გამოიყენება სათავსის ჭერის მოსაწყობად, ზეთის საღებავებით სახატავად (ხის ჩარჩოზე გადაჭიმული), ტექნიკური მიზნებისთვის, იალქნების, კარვების, ზურგჩანთების, შალითების, ფეხსაცმლისა და სხვა ნაკეთობათა დასამზადებლად, სადაც საჭიროა მასალის დიდი სიმტკიცე.

კომპოზიტურ მასალებში გამოყენებული მაარმირებელი ტილო არის დეზორიენტირებული დაკეპილი მინის ბოჭკოები, შეერთებული ერთმანეთთან პოლიმერული შემკვრელით. მშენებლობაში მზიდი სამშენებლო კონსტრუქციების გასაძლიერებლად, პრაიმერების სახით, გამოიყენება მაარმირებელი ტილოები, დამზადებული ერთმიმართულებიანი არამიდის, ნახშირბადისა და მინის ბოჭკოების საფუძველზე, რომლებიც ამცირებენ გადახურვის ფილების დეფორმაციას (ჩაღუნვას), წინაღობას ღერძულ კუმშვაზე, ბზარწარმოქმნას სვეტებში, სვეტებისა და კედლების სეიმომდგრადობას, დაღლილობით დეფორმაციებს კონსტრუქციებში, ზრდის დასაშვებ ღერძულ დატვირთვებს სვეტებში და სხვ.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები