კონძე კაიკან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონძე კაიკან – თეატრალური შენობა, სადაც იმართება ნოოს თეატრის სპექტაკლები. ნოოს თეატრის უნიკალურობა, უპირველესად, თეატრალური ნაგებობის თავისებურებაში გამოიხატება. ნოოს თეატრის წარმოდგენა მხოლოდ და მხოლოდ მისთვის აგებულ ტრადიციულ ნაგებობაში შეიძლება გაიმართოს.