კანტორის აქსიომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კანტორის აქსიომანამდვილ რიცხვებსა და წრფის წერტილებს შორის არსებობს ცალსახა შესაბამისობა.

ეს არის წრფის უწყვეტობის დამახასიათებელი აქსიომა, რომლის თანახმადაც ერთმანეთში ჩალაგებული იმ სეგმენტების ნებისმიერ მიმდევრობას, რომელთა სიგრძეები ნულისაკენ მიისწრაფვის, აქვთ ერთი საერთო წერტილი.

ეს აქსიომა პირველად ზუსტად ჩამოაყალიბა გ. კანტორმა (1872). ამ პრინციპს სხვანაირად უწოდებენ სიმკვრივის აქსიომას ან ჩალაგებული მონაკვეთების აქსიომას.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები