სეგმენტი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეგმენტი − 1) რიცხვით ღერძზე იგივეა, რაც რიცხვითი მონაკვეთი.

Segmenti.PNG

2) ბრტყელი ამოზნექილი ფიგურის სეგმენტი ეწოდება ფიგურის ნაწილს, რომელიც მოთავსებულია წირსა და მის ქორდას შორის.

3) სივრცეში ამოზნექილი ფიგურის (სხეულის) სეგმენტი ეწოდება სხეულის ნაწილს, რომელიც შემოსაზღვრულია მკვეთი სიბრტყით და მის მიერ მოკვეთილი ზედაპირის ნაწილით.

4) წრიული სეგმენტი ეწოდება წრის ნაწილს, რომელიც მოთავსებულია წრეწირის რკალსა და მის მომჭიმავ ქორდას შორის.

5) სფერული სეგმენტი ეწოდება სფეროს ნაწილს, რომელიც მოთავსებულია მკვეთ სიბრტყესა და სფერული ზედაპირის ერთ-ერთ ნაწილს შორის.


ცნობილი ბერძენი ასტრონომი კლავდიოს პტოლემეოსი (II ს.) წრეს ყოფდა 360 ნაწილად და ამ ნაწილებისათვის ზოგჯერ იყენებდა სახელწოდებას τμηματα, ე.ი. „მონაკვეთები“, რომელიც სიტყვა სიტყვით გადათარგმნეს ლათინურად segmentes („მონაკვეთი“, „ზოლი“).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები