მიმდევრობა (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიმდევრობა – ნატურალურ (N) რიცხვთა სიმრავლეზე მოცემული ფუნქცია; ჩვეულებრივ ასე აღინიშნება: a1,a2,...,an,... ან {an}, nϵN. მიმდევრობის შემადგენელ ელემენტებს მიმდევრობის წევრები ეწოდება. ხშირ შემთხვევაში მიმდევრობა განისაზღვრება მისი n - ური წევრის საშუალებით ან რეკურენტული ფორმულით, რომლითაც ყოველი მომდევნო წევრი განისაზღვრება წინა წევრის საშუალებით.

მიმდევრობის ცნება წარმოადგენს ზღვართა თეორიის კვლევის ძირითად ობიექტს.

თუ რიცხვით {an} მიმდევრობას აქვს ზღვარი, მაშინ მიმდევრობას ეწოდება კრებადი, თუ ზღვარი არა აქვს (ან უსასრულობაა, ან არ არსებობს), მაშინ მიმდევრობას ეწოდება განშლადი.

{an} მიმდევრობას ეწოდება ზრდადი, თუ ნებისმიერი n -თვის სამართლიანია დამოკიდებულება an+1 ≥ an.

{an} მიმდევრობას ეწოდება კლებადი, თუ ნებისმიერი n -თვის სამართლიანია დამოკიდებულება an+1 ≤ an.

მონოტონური მიმდევრობა – ზრდადი ან კლებადი მიმდევრობის ზოგადი სახელწოდება.

განშლადი მიმდევრობა – რიცხვითი მიმდევრობა, რომელსაც არ გააჩნია სასრული ზღვარი.

რიცხვითი მიმდევრობა – ნატურალური რიცხვების სიმრავლის ცალსახა ასახვა ნამდვილ ან კომპლექსურ რიცხვთა სიმრავლეში.

ფუნქციონალური მიმდევრობა – ნატურალური რიცხვების სიმრავლის ცალსახა ასახვა ფუნქციათა სიმრავლეში.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები