კავთის წმინდა გიორგის ეკლესია (სოფელ თვალადში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავთის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადის სიახლოვეს. გორაკზე, ღვთისმშობლის ეკლესიისგან 5 კმ-ზე (ადგილ. მცხოვრებთა გადმოცემით, ორივე ეკლესია თავკავთის წმ. გიორგის ეკლესიის „მისალოცს“ წარმოადგენდა). თარიღდება XIX ს-ით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (15,6X7,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით, კონსტრუქციის ნაწილები ამოყვანილია თლილი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდში სამი დიდი სარკმელია. ასეთივე წყვილი სარკმელია გრძივ კედლებში. აფსიდის კედლებში რამდენიმე სხვადასხვა ზომის ნიშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელსაც ერთსაფეხურიან პილასტრებზე გადაყვანილი ორი საბჯენი თაღი აქვს. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან ამაღლებულია ერთი საფეხურით. იატაკზე მოგებულია ფიქალის დაუმუშავებელი ნატეხებო კედლები შელესილი (შელესილობა ჩამოცვენილია) და შეთეთრებული ყოფილა. აღმოსავლეთ ფასადზე ხუთწახნაგა შვერილი აფსიდის თაღოვანი სარკმლები დეკორატიულ სწორკუთხედებშია ჩასმული. ეკლესიას ვიწრო თაროსებრი ლავგარდანი და ორფერდა კრამიტი]]ს სახურავი აქვს დასავლეთ ფასადზე მიშენებული ააგურის კარიბჭე–სამრეკლო – თაღებგახსნილი, ორსართულიანი ნაგებობა, რომლის მეორე სართული (სამრეკლო) მთლიანად დანგრეულია. ქვედა, ნახევარწრიული კამარით გადახურული სართული ეკლესიაში შესასვლელია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები