იოსე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იოსე – იაპონური ტრადიციული თეატრი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი დასი. აღმოცენდა მე-17 საუკუნეში. პირველ ხანად იოსეს წარმოდგენები იმართებოდა მოედნებზე, ღია ცის ქვეშ. მე-18 საუკუნის ბოლოს იწყეს სპეციალური შენობის აგება, რომელიც იტევდა 300-400 მაყურებელს. იოსეს წარმოდგენებს ჰქონდა სინთეზური ხასიათი. მასში ცალკეულ ნომრებად თავმოყრილი იყო თხრობა, ანეკდოტები, იუმორისტული დიალოგები, ცეკვა, თოჯინების ოსტატთა, ჟონგლიორების, აკრობატების გამოსვლები. ამ წარმოდგენებმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს მე-19 საუკუნის დასაწყისში. 1815 წ. მარტო ტოკიოში არსებობდა იოსეს 125 თეატრი. 1950 წ. იაპონიაში ფუნქციონირებდა დაახლოებით 200 იოსეს თეატრი.