თვითდატენადი იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თვითდატენადი იარაღი - სასროლი იარაღი ცალკეული სროლისთვის ავტომატური გადატენით. თვითდატენადი იარაღს მიეკუთვნება თითქმის ყველა თანამედროვე პისტოლეტი, თვითდატენადი შაშხანები და ტანკსაწინააღმდეგო თოფები.
მისი ავტომატიკა და ავტომატური იარაღის კონსტრუქცია მსგავსია. ძირითად განსხვავებას წარმოადგენს გაცალკევებული სასხლეტი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს ჯერებით სროლას.