ვექტორული ალგებრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვექტორული ალგებრა – ვექტორული აღრიცხვის ნაწილი, რომელშიც შეისწავლება მარტივი ოპერაციები (თავისუფალ) ვექტორებზე; ეს ოპერაციებია: ვექტორების შეკრება, ვექტორის გამრავლება რიცხვზე, ვექტორების სკალარული ნამრავლი, ვექტორული ნამრავლი, შერეული ნამრავლი, ორმაგი ვექტორული ნამრავლი.