ეკონომიკური გლობალიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური გლობალიზაცია - მასში მნიშვნელოვან როლს ტრანსეროვნული კორპორაციები (ტეკ-ები) ასრულებენ, განისაზღვრება ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა საქონლის, მომსახურების, კაპიტალის საზღვარგარეთ გატანის მასშტაბები და საგარეო ვაჭრობაში ჩართულობის დონე, გახსნილობისა და ინტეგრირების ტენდენციების გაძლიერება, ინფორმაციების ნაკადების შორ მანძილზე გავრცელების ხარისხი, უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში შემოდინების მოცულობა, საერთაშორისო ვაჭრობაში საბაჟო პოლიტიკის სიმკაცრის ხარისხი და საიმპორტო ბარიერები და ა.შ. ეკონომიკური გლობალიზაცია მრავალმხრივი პროცესია. იგი აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირსა და სამეურნეო ინტერნაციონალიზაციას. ეკონომიკური გლობალიზაციის KOF-ინდექსი, რომელიც გამოხატავს მოცემული ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების ხარისხს, 96,67%-სა და 88,11%-ს შორის ფიქსირდება. ამ მაჩვენებლით პირველ ათეულში შედიან: სინგაპური, ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, ბელგია, ნიდერლანდი, ესტონეთი, უნგრეთი, ბაჰრეინი, შვედეთი, ხოლო საქართველო 69,43%-ით 51-ე ადგილზეა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები