ევრო (ვალუტა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევრო - (euro) - ერთიანი ევროპული ვალუტა, ოფიციალური ფულის ერთეული შემოღებული ეკიუს (ეცუ) ნაცვლად 1999 წლის 1 იანვრიდან. ევროზონაში შევიდა 11 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, პორტუგალია, ფინეთი, საფრანგეთი. საბერძნეთს არ მიეცა უფლება და 2001 წლამდე ვერ გაერთიანდა ევროზონაში. 2007 წელს მას დაემატა სლოვენია, ხოლო 2008 წლის 1 იანვრიდან კვიპროსი და მალტა.

შემოღების მომენტში ევროს გაცვლითი კურსი ასეთი იყო: 1 ევრო - 1 ეკიუ. 2002 წლის 1 იანვრამდე არსებობდა უნაღდო სახით. ბანკნოტებისა და მონეტების სახით მიმოქცევაში შევიდა 2002 წლის 1 იანვრიდან. სახელწოდება „ევრო“ შეთანხმებულ იქნა ევროკავშირში 1995 წლის დეკემბერში. ახალი ევროპული ცენტრალური ბანკი დაფუძნდა ფრანკფურტში და იგი ევროზონის მონეტარულ პოლიტიკაზე გახდა პასუხისმგებელი. ევროს სიმბოლოა იგი შექმნა ევროკომისიამ და საჯაროდ გამოცხადდა დუბლინში 1996 წლის დეკემბერში.

ამჟამად საქართველოში სავალუტო რეზერვი ორ ვალუტაშია განთავსებული – ამერიკულ დოლარსა და ევროში. მათი თანაფარდობა 2003 წლის მონაცემებით, შესაბამისად, შეადგენდა 70% 30%-თან. 2007 წლის მონაცემებით, ეს თანაფარდობა გახდა 60% 40%-თან. მსოფლიოში და, ბუნებრივია, საქართველოშიც, მიმდინარე პროცესების ცვლილებებიდან გამომდინარე, დოლარსა და ევროს რეზერვებს შორის თანაფარდობა შეიცვალა. 2010 წლის მონაცემებით, ეს თანაფარდობაა 75% 22- 25%-თან. დანარჩენი - სხვა სრულად კონვერტირებადი ვალუტებია.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები