დეჰიდროკვერცეტინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეჰიდროკვერცეტინი – (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება; ბერძ. hydōr წყალი და ლათ. qurcus მუხა) – ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც თვისება აქვს მიიზიდოს თავისუფალი რადიკალები ბიოლოგიურ ქსოვილში და ამავდროულად შეაფერხოს ჟანგვის, წვის, ლპობის პროცესები. მის საფუძველზე შექმნილ პრეპარატებს აშშ-სა და ევროპაში იცნობენ, როგორც „ტაქსოფოლინი“. ის წარმატებით გამოიყენება მილსადენების შიგა ზედაპირების დასაცავად კოროზიისაგან, სოფლის მეურნეობაში – როგორც მცენარეების ზრდის სტიმულატორი, მედიცინაში – სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად და სხვ. ნანოტექნოლოგიის გამოყენებით წარმოებაში ციმბირული ლარიქსის შრობის პროცესში მერქნისაგან ამოიღებენ წყლის ექსტრაქტს, რომელიც შეიცავს დეჰიდროკვერცეტინის მოლეკულებს, რომლებიც თავის მხრივ მოთავსებულია არაბინოგალაქტანის მიკრომოლეკულების გარსში. ასეთი უნიკალური მასალანაწილაკები ზომით 20 ნმ, მოდიფიკაციის შემდეგ, გამოიყენება დაბალფასიანი მერქნის (სოჭი, კედარი) სიღრმითი გაჟღენთვისათვის, რაც ამ მასალას ანიჭებს სრულიად ახალ თვისებებს – ამაღლებს ხარისხს, სიმტკიცეს, ცეცხლ- და ბიომედეგობას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები