დაუკვირვებადი ეკონომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაუკვირვებადი ეკონომიკა - (non-observable economy -NOE), ტერმინი 1994 წელს შემოიღო ევროკავშირმა მთლიანი შიდა პროდუქტის ყოვლისმომცველი გაზომვის უზრუნველყოფის მიზნით. ამ მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია რამდენად სრულად ასახავს ეკონომიკურ საქმიანობას ეროვნული ანგარიშები, რომელშიც უდიდესი როლი აკისრია არა მხოლოდ ეკონომიკურ კვლევებს, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის სწორად წარმართვასაც. მაგრამ ეს ძნელად მისაღწევია ეკონომიკური საქმიანობის რიგი სახეობების აღრიცხვის სიძნელის გამო, რასაც თანამედროვე პირობებში კიდევ უფრო ართულებს მათი ფართო სპექტრი.

ფარულ, ჩრდილოვან, კრიმინალურ, არაფორმალურ სფეროებში, ასევე, შინამეურნეობებში საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებულ, ან კიდევ, ძირითადი მონაცემების შეკრების სისტემის ნაკლოვანების შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ საქმიანობათა ერთობლიობას დაუკვირვებადი ეკონომიკა (დაუკვირვებადი ეკონომიკა) ეწოდება. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება სიღარიბე გაიზომოს მშპ-ის მაჩვენებლით მოსახლეობის ერთ სულზე. ამასთან, მშპ არ იძლევა ქვეყნის ეკონომიკის ზუსტ შეფასებას, რაც საერთაშორისო შედარებისას გარკვეულ დაბრკოლებას ქმნის.

მთლიანი შიდა პროდუქტის სრულყოფილი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაუკვირვებადი ეკონომიკის გაზომვას საერთაშორისო სტანდარტების, სახელდობრ, 1993 წლის ეროვნული ანგარიშების სისტემის (ეას-93) შესაბამისად, რაც განსაკუთრებით ძნელად მისაღწევია სუსტად განვითარებულ ქვეყნებში. ამიტომ დაუკვირვებადი ეკონომიკა გაცილებით მცირეა განვითარებულ ქვეყნებში, ვიდრე განვითარებადში. ამასთან, არსებობს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ როდესაც ოფიციალურ ეკონომიკაში ადგილი აქვს დაცემას, იმავდროულად იზრდება დაუკვირვებადი ეკონომიკა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები