ეკონომიკური პოლიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური პოლიტიკა - (economic policy) - ეკონომიკის მართვის ბერკეტებისა და მეთოდების ერთობლიობა, ეკონომიკის მართვის სფეროში ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებათა სისტემა. მოიცავს საბიუჯეტო-საგადასახადო, ფულად-საკრედიტო, საინვესტიციო, მეცნიერულ-ტექნოლოგიურ, საგარეო-ეკონომიკურ პოლიტიკასა და ა.შ.

ეკონომიკური პოლიტიკის ხასიათს განსაზღვრავს ხელისუფლების ქცევა ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად ჩაურევლობა ქვეყნის ეკონომიკაში (laissez-faires) ან უხეში ჩარევა მასში და მისი მკაცრი მართვა (როგორც დამახასიათებელია ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკისათვის), ან კიდევ, ხელისუფლების მიერ შუალედური პოზიციის დაკავება და მაკროეკონომიკური რეგულირების მკაცრად განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება დაიყოს ორ ძირითად სახედ: მიკროეკონომიკურ პოლიტიკად, რომლის ამოცანაა რესურსების განაწილების ეფექტიანობის სრულყოფა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკად, რომლის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი იყოფა უფრო მცირე ნაწილებად. მაგალითად, მიკროეკონომიკური პოლიტიკის საზღვრებში შეიძლება გამოიყოს რეგიონული პოლიტიკა, კონკურენციის დაცვის პოლიტიკა და ა.შ., მაკროეკონომიკური პოლიტიკის საზღვრებში კი - ფისკალური პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ა.შ.




წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები