დაპროფილებული ძელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დაპროფილებული ძელი – წიწვოვანი ჯიშის ხის (ლარიქსი, ფიჭვი, ნაძვი, კედარი) მორების დახერხვით მიღებული ძელი, რომელსაც ზედა და ქვედა მხარეებზე, მთელ სიგრძეზე აქვს ქიმი და ღარი, რომლებიც ჯდება ერთმანეთში და მიიღება საიმედო შეერთება. ასეთი ძელების დასამზადებლად უმეტესად გამოიყენება უფრო მკვრივი გულის მერქანი, რომელშიც პრაქტიკულად არ ხდება ხის წვენისა და ფისის გადაადგილება. დაპროფილებული ძელით აგებული სახლის კედლის სითბოს დაზოგვის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ცილინდრული მორებისაგან აგებული კედლის.