გიორლსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორლსი – (ინგლ. girls – გოგონები), საესტრადო ხასიათის ცეკვა, რომელსაც სინქრონულად ასრულებს ერთნაირად ჩაცმული ქალების დიდი ჯგუფი. გიორლსი გამოირჩევა მკაფიო რიტმით, მოძრაობათა სიმწყობრით, ენერგიულობით.

გიორლსი როგორც დამოუკიდებელი საცეკვაო ნომერი წარმოიშვა ინგლისში XX საუკუნის პირველ ათწლეულში. მისმა პოპულარობამ განაპირობა აუცილებლობა შეეტანათ იგი მუსიკალურ წარმოდგენებში. გიორლსმა დროთა განმავლობაში სახე იცვალა: მოძრაობები აყვანილ იქნა აკრობატულ სირთულემდე, ცეკვამ შეიძინა ეროტიკული ხასიათი, მაქსიმალურად გამოჩენილ იქნა შიშველი სხეული. მუსიკალური კომედიების, მიუზიკ-ჰოლების, კაბარეების და რესტორნების შემოვლის შემდგომ, გიორლსი სამუდამოდ დამკვიდრდა მიუზიკლის ჟანრში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები