მიუზიკ-ჰოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიუზიკ-ჰოლი – (ინგლ. music-hall – მუსიკალური დარბაზი) – თეატრის სახეობა, რომელიც მართავს საკონცერტო წარმოდგენებს. წარმოიშვა ინგლისში, მე-18 ს. დასაწყისში, თამაშდებოდა ტავერნებში. პირველ ხანად ერქვა saloon-theatre – დარბაზის თეატრი. 1830 წ. იქმნება მცირე შემადგენლობის მოძრავი თეატრები, რომელთა წარმოდგენებში მრავლად იყო ცალკეული ნომრები, მომცრო პიესები, ცეკვა-სიმღერები, ბალაგანური ელემენტები. სწორედ ამ თეატრებს ეწოდა მიუზიკ-ჰოლი.
მე-20 ს. მე-2 ნახევრიდან, მიუზიკ-ჰოლი თითქმის გაქრა ან ორგანულად შეერწყა მიუზიკლის ჟანრს.