მიუზიკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიუზიკლი "ჩხიკვთა ქორწილი", ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ივერია"

მიუზიკლი – (ინგლ. Musical) მუსიკალურ-დრამატული წარმოდგენა, დრამატული ქმედების, სიმღერისა და ცეკვის სინთეზი. როგორც დამოუკიდებელი თეატრალური ჟანრი ჩამოყალიბდა XX ს. 20-30-იან წწ. ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მიუზიკლს არ გააჩნია ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ჟანრული საზღვრები. მიუხედავად ამისა, აქვს გამოკვეთილი სპეციფიკური თავისებურებანი. მიუზიკლი მუსიკალური თეატრის ერთადერთი სახეობაა, რომელშიც ვოკალი, დრამატული სიტყვა და ქორეოგრაფია განლაგებულნი არიან ერთ მხატვრულ სიბრტყეზე და თანაბარი მნიშვნელობა აქვთ. მეორე სპეციფიკურ თავისებურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ მიუზიკლის შექმნა საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოებების მიხედვით, რაც აიოლებს წარმოდგენის შინაარსის აღქმას და მნიშვნელოვანს ხდის არა იმდენად ფაბულას, რამდენადაც მის ინტერპრეტაციას. მესამე სპეციფიკური თავისებურება მდგომარეობს მიუზიკლის სრულ შეუზღუდაობაში ჟანრული თვალსაზრისით. მიუზიკლის შექმნის საფუძვლად შეიძლება იქცეს დრამა, კომედია, ტრაგედია და თვით ტრაგიკომედიაც კი. მეოთხე სპეციფიკური თავისებურებაა მიუზიკლის გამოსახვის საშუალებათა სრული შეუზღუდაობა მუსიკალური ქსოვილი, ისევე როგორც ქორეოგრაფია, შეიძლება შექმნილი იყოს კლასიკურ სტილზე დაყრდნობით, მაგრამ შესაძლებელია ისინი შეიქმნას ნებისმიერ სხვა სტილზე დაყრდნობითაც (მაგ, როკ-ოპერა ჯაზის და კლასიკური მუსიკის სინთეზი, რეპ-ოპერა – ჯაზური სტილი და ა.შ.), მიუზიკლის განსაკუთრებული აღმავლობის ხანად მიჩნეულია XX ს. 40-60-იანი წლები.

მ. გეგია


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები