აღქმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღქმა - არის გრძნობათა ორგანოების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის შეცნობის პროცესი. მაგრამ იგი არ არის გრძნობათა ორგანოების მიერ მოწოდებული მონაცემების უშუალო ასახვა, რადგანაც მათზე ზემოქმედებს კოგნიტური პროცესები, რომლებიც ახდენს მონაცემთა კონსტრუირებას და ქმნის სქემებს, რომელთა მიხედვითაც ხდება ობიექტის აღქმა. ჩვენ შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ ან იგნორირება გავუკეთოთ აღქმის პროცესს, მაგრამ ნებისყოფის ძალისხმევით მისი შეწყვეტა შეუძლებელია.

აღქმის შინაარსი შეიძლება იცვლებოდეს როგორც ინტენსივობის მიხედვით, ისე თვისობრივადაც. ადამიანები, რომლებსაც შფოთვა ახასიათებთ შეგრძნებებს ჩვეულებრივზე უფრო მძაფრად განიცდიან. მაგ., პიროვნება შეიძლება უჩვეულოდ მგრძნობიარე იყოს ხმაურის მიმართ. მანიის დროს აღქმის შინაარსები ჩვეულებრივზე უფრო მკვეთრია, ხოლო დეპრესიის დროს კი შეიძლება, პირიქით - მკრთალი და უსიცოცხლო იყოს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები