გარგარის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარგარის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის, ნასოფლარ გარგარის სასაფლაოზე, სოფელ ერთაწმინდიდან 1,5 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (4,1 X 6,25 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი და ცილინდრული კამაროვანი გადახურვა. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელია. ერთი სწორკუთხა სარკმელი დარბაზის სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშია. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან მიუშენებიათ სათავსი, რომლის მხოლოდ კონტურია შემორჩენილი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები