გალოგარითმება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გალოგარითმება – მოქმედება, რომლის საშუალებით ვპოულობთ რიცხვის ლოგარითმს. გალოგარითმება არის ახარისხების ერთ-ერთი შებრუნებული მოქმედება: თუ an=b, მაშინ a= და n=loga b.
გალოგარითმების საშუალებით შეიძლება გამრავლების, გაყოფის, ახარისხებისა და ფესვის ამოღების მოქმედებები შესაბამისად დავიყვანოთ შეკრების, გამოკლების, გამრავლებისა და გაყოფის მოქმედებაზე.