ბოჭკოები ლითონის საფარვლით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოჭკოები ლითონის საფარვლით — კონსტრუქციულ კომპოზიტებში ზოგჯერ გამოიყენება ბოჭკოები საფარვლით, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფუნქცია: ბოჭკოს ზედაპირის დაცვა დაჟანგვისაგან ან ექსპლუატაციისას თბური ნაკადის ზემოქმედებისაგან (აქტიური ქიმიური მოცულობითი ზემოქმედება მატრიცის ზედაპირთან); კომპოზიტის ფორმირების პროცესში ბოჭკოს ზედა-ირის დაცვა მომჭიმავი ძაბვებისაგან; ბოჭკოების ზედაპირული დეფექტების აღმოფხვრა; ბოჭკოების მედეგობის გაზრდა ცვეთისა და ღუნვისადმი.

ბოჭკოზე სხვადასხვა ლითონური საფარვლის დატანის ძირითად ტექნოლოგიურ მეთოდებს მიეკუთვნება: დალექვა აირულ ფაზაში, მეტალიზაცია გაორთქვლის ფაზაში და მეტალიზაცია ნადნობით. გამოიყენება ლითონები: ნიკელი, რკინა, მოლიბდენი, ცირკონიუმი, ალუმინი, სპილენძი და სხვ. საფარვლის სისქე მერყეობს მიკრონის ნაწილის რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე მიკრონამდე.

აირული და გაორთქვლის ფაზებში ბოჭკოს მეტალიზაციისათვის გამოიყენება ერთი და იმავე დანადგარი. პროცესი მიმდინარეობს ახლადფორმირებულ ბოჭკოზე.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები