ბელინი ვინჩენცო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვინჩენცო ბელინი

ვინჩენცო ბელინი - (იტალ. Vincenzo Bellini) (3. XI. 1801, კატანია, სიცილია, – 23. IX. 1835, პიუტო, პარიზის მახლობლად), იტალიელი კომპოზიტორი, მამამისი დირიჟორი იყო, პაპა – ორგანისტი და კომპოზიტორი.

ბელინი საუკუნის ადრეული წლების იტალიური რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურაა. ის ძირითადად საოპერო ჟანრში მოღვაწეობდა. ბელინი 11 ოპერის ავტორია. მათგან გამოირჩევა „სომნაბულა“, „პურიტანები“, „ნორმა“ და სხვა. ბელინის მუსიკა ამაღლებული პათოსით გამოირჩევა, თუმცა ამ პათოსს რომანტიკული ელემენტები ამდიდრებს. ბელინის ქმნილებებში მისი თანამედროვე იტალიის შესატყვისი განწყობაა გადმოცემული. ამიტომაც მისი ოპერების დადგმები ხშირად პატრიოტული დემონსტრაციებით მთავრდებოდა, მაყურებელი მათში აქტუალურ პოლიტიკურ იდეებს ხედავდა, რაც ბელინის შემოქმედებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. კომპოზიტორის შემოქმედების მნიშვნელოვანი მხარე, რამაც მსოფლიო საოპერო სივრცეებში მისი პოპულარობა განაპირობა, არის ლირიზმი, მდიდარი მელოდიკა. ბელინის ლირიზმის სათავე იტალიური ხალხური სიმღერებიდან მოდის.

ბელინი ბელკანტოს უდიდესი ოსტატი, ამ სტილის ოპერის ერთ-ერთი კლასიკოსია. მისი მუსიკის საფუძველს წარმოადგენს მოქნილი, პლასტიკური მელოდია.გამო ჩენილი იტალიელი მომღერლები ბელინის ნაწარმოებებზე სრულყოფენ საშემსრულებლო ხელოენებას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები