ბელკანტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბელკანტო - (იტალ. bel cantი – მშვენიერი სიმღერა). XVII ს. შუა წლებში იტალიაში ჩამოყალიბებული ვოკალურ-საშემსრულებლო სტილი. ბელკანტო წარმოადგენს იტალიური ვოკალური სკოლის საფუძველს. ბელკანტოსათვის დამახასიათებელია ვოკალიზაციის სილამაზე და პლასტიკურობა, უაღრესი სიმსუბუქე და მოქნილობა, ბგერიდან ბგერაზე გადასვლის სინარნარე. ეს სპეციფიკური ნიშნები თან სდევს იტალიურ ვოკალურ სკოლას მისი განვითარების ყველა ეტაპზე. ყოველივე ეს კი შეპირობებულია იტალიური ენის სტრუქტურული თავისებურებითა და ხალხური სასიმღერო ტრადიციებით. ბელკანტო ინარჩუნებს თავის მხატვრულ-ესთეტიკურ საფუძვლებს და ამავე დროს ახალი საშემსრულებლო ხერხებითაც მდიდრდება. მისი განვითარების ეტაპებია: იტალიური ოპერის ჩასახვა, კ. მონტევერდის შემოქმედება, „ნეაპოლური სკოლის“ აყვავება (ა. სკარლატი), ჯ. როსინის, ე. ბელინისა და გ. დონიცეტის შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდი (ე.წ. კლასიკური ბელკანტო), ჯ. ვერდის შემოქმედება, ვერისტული სკოლა. ზოგჯერ ბელკანტო გულისხმობს მთლიანად იტალიურ ვოკალურ კულტურას.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები