ბეზუს თეორემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეზუს თეორემა – ნებისმიერი მრავალწევრის ორწევრზე გაყოფის შესახებ:


1) f(x) = aoxn + a1xn-1 + ⋯ + an-1x + an მრავალწევრის (x-a) ორწევრზე გაყოფით მიღებული ნაშთი ტოლია f(x) მრავალწევრის მნიშვნელობისა, როცა x = a, ე.ი. f(a).


2) იმისათვის, რომ f(x) მრავალწევრი უნაშთოდ გაიყოს (x-a) ორწევრზე, აუცილებელია და საკმარისი, რომ a რიცხვი იყოს f(x) მრავალწევრის ფესვი.

ეს თეორემები პირველად ჩამოაყალიბა ფრანგმა მათემატიკოსმა ე. ბეზუმ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები