მრავალწევრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მრავალწევრი – ელემენტარულ მათემატიკაში მრავალწევრი ეწოდება ალგებრულ გამოსახულებას, რომელიც წარმოადგენს სასრული რაოდენობის ერთწევრთა ჯამს (სხვაობას), მაგალითად: 2x3-7y2+3xy3-4x+5y.
მრავალწევრის წევრის ხარისხი ეწოდება ამ წევრში შემავალი ცვლადების ხარისხის მაჩვენებელთა ჯამს. თუ მრავალწევრი იგივურად ნულის ტოლი არ არის, მაშინ მისი წევრების ხარისხებს შორის უდიდესს უწოდებენ მრავალწევრის ხარისხს.