ბასრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასრობა – ძველი ქართული სატირიკული სასახიობო ჟანრი. მის ელემენტებს ფართოდ იყენებდნენ მტრის გასაქილიკებლად ქართულ ხალხური სანახაობებში ბერიკაობასა და მალანურობაში, აგრეთვე სალაშქრო სახიობაში. ამის მაგალითია თბილისის ზღუდეზე 626 წ. გამართული კუკების თეატრის წარმოდგენა, რომელშიც დასცინოდნენ ბიზანტიელთა და ხაზართა ლაშქარს.

ფეოდალთა შორის მომხდარ ბრძოლაში დამარცხებული მხარის წარმომადგენლებს ბასრობაში მონაწილეობას აიძულებდნენ, ქალურად გადააცმევდნენ ან ქალურ საქმეს აკეთებინებდნენ და ამ გზით საჯაროდ დასცინოდნენ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები