სახიობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახიობა — მე-12-18 საუკუნეებში ქართული სასახლისკარის თეატრი. წარმოდგენებში მონაწილეობდნენ მსახიობები, პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, აკრობატები, ჟონგლიორები. სცენის ოსტატებს სხვადასხვა სახელები ერქვათ: დრამატულ მსახიობს – მემღერე; მიმიკოსსმახიობელი, მომღერალს, მუსიკოს-იმპროვიზატორს – მგოსანი; მუსიკოს-დამკვრელებს, გუნდის მომღერლებს და მოცეკვავეებს – მუტრიბი; აკრობატს, ჟონგლიორს – მუშაითი. ისინი წარმოდგენებს მართავდნენ როგორც დახურულ შენობაში (სახლი სათამაშო), ისე ღია ცის ქვეშ (სადოღო მოედანი). სასახლისკარის სახიობის წარმოდგენის დაწყების წინ წესად იყო საამო სურნელებათა კმევა.

დასაწყისში სახიობა ორგვარი იყო – რელიგიური და საერო. საეროს ჟანრები იყო: საგმირო, ლაშქრული, საყოფაცხოვრებო და სატრფიალო. მონაწილეები თანაბარი ძალით ფლობდნენ სიტყვის, სიმღერის და ცეკვის ხელოვნებას. ადრეულ ხანაში გამოყენებული იყო ნიღბებიც (კახეთში ბერიკაობის მონაწილენი ნიღაბს დღემდე უწოდებენ „სახიონს“). საერო სახიობაში მონაწილეთა რიცხვი ხშირად ძალიან დიდი იყო.

ქართული სამეფოს გაუქმების შემდეგ, სასახლისკარის სახიობამ შეწყვიტა არსებობა და მხოლოდ საერო სანახაობად იქცა.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები