ბარდანაშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ ბარდანაშვილი

ბარდანაშვილი იოსებ (სოსო) იუზას ძე - (23. XI. 1948, ბათუმი), კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1986), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1987).

დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი 1985 (ხელმძღვანელი ა. შავერზაშვილი). 1986-91 მუშაობდა ბათუმის მუსიკალურ სასწავლებლის დირექტორად, შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილედ. 1995-იდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში, თელ-ავივის რუბინის აკადემიაში კითხულობს კომპოზიციის კურსს. 1998 ბარდანაშვილს მიენიჭა წლის საუკეთესო კომპოზიტორის წოდება, 2000 – ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრიზი. 2000 დეკემბერში საავტორო კონცერტი გამართა თბილისში.

ბარდანაშვილს ეკუთვნის 2 სიმფონია, 3 ოპერა, 2 ბალეტი, ტრილოგია ვიოლინოს, გუნდისა და ორკესტრისთვის, კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და ჩელოსათვის, 2 სიმებიანი კვარტეტი, საფორტეპიანო ტრიო, საგუნდო მუსიკის, ვოკალური ციკლები, მუსიკა კინოფილმებისა და სპექტაკლებისათვის და სხვ.

(გ. ტორაძე)


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

იოსებ ბარდანაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები