ბალსაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბალსაგ-ი (ოს. Балсæг) – ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონაჟი, ზეცის მკვიდრი, რომლის შესახებ მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი: ფლობს დამანგრეველი ძალის ბორბალს. სწორედ ეს ბორბალი კლავს სახელოვან ნართ გმირს – სოსლანს (სოზირიყოს). ზოგიერთი ვარიანტით, ბალსაგის ბორბლის მსხვერპლი ხდება მეორე ნართი – ბათრაძი („ბალსაჯი ცალხი“).
რამდენადაც „ბალსაგის ბორბალს“ მზის სიმბოლოდ მიიჩნევენ (ჟ. დჲუმეზილი, ვ. აბაევი), მკვლევარები ტერმინ Балсæг-ის (ვარიანტები: «малсæт», «марсæг», «марсуг») ახსნის ყველაზე წარმატებულ ცდად ინგუშურ малх-саг-თან („მზე-კაცი“) მის დაკავშირებას თვლიან.
ლიტერატურა
- Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. – Владикавказ, 2003;
- Дюмезил Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
- Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. II. Л., 1973;
- Таказов М. Ф. Архетипы солнца в осетинской мифологии // Фундаментальное исследование. Вып. № 10-11/2013.