აბაევი ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვასილ აბაევი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ აბაევი

ვასილ აბაევი − (22. XII. 1899 (2. I. 1900), სოფ. კობი, ყაზბეგის რაიონი, – I4.I.2001, მოსკოვი), ოსი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1969), ჩრდილოეთ ოსეთისა (1957) და საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984).

დაწყებითი განათლება მიიღო კობში, შემდეგ სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში (1910–18). დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი (1925). 1928-30 მუშაობდა თბილისში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, II მსოფლიო ომის წლებში – ცხინვალისა და ვლადიკავკაზის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა სსრკ (შემდეგში რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. აბაევის ნაშრომებს (რუს. ენაზე) „ნართების ეპოსი“ (1945), „ოსური ენა და ფოლკლორი“ (1949), „ოსური ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (ტ. 1-4, დ., 1958-79: 1981 სსრკ სახელმწიფო პრემია) დიდი მნიშვნელობა აქეს ირანულ ენათა კვლევის, ქართულ-კავკასიურ და ირანულ ენათა კონტაქტების შესწავლის, აგრეთვე კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის და ფოლკლორის საერთო ელემენტების კვლევისათვის. ქართული ენისა და ლიტერატურის კვლევის თვალსაზრისით საყურადღებოა მისი სტატიები (რუს. ენაზე): „არმაზის ბილინგვის გარშემო“ („სმამ“, 1944, ტ. 5, № 8), „შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ფოლკლორული საფუძვლების შესახებ“ («Известия АН CCCР ОЛЯ» M., 1966, т.25, впы. 4), „პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ“ („თსუ შრომები“, 1967, ტ. 118, სერია 6); „ზოგი ოსური ელემენტის შესახებ ქართულ ენაში“ (Труды Язикознания Ин-та АН CCCР 1956, т.6).


ლიტერატურა

  • ბურჭულაძე გ. კავკასიოლოგიური ტალანტის ლინგვისტი. - „ბურჯი ეროვნებისა“, 2001. №5;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები