ბათუმისა და სხალთის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბათუმისა და სხალთის ეპარქიასაქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია, რომელიც შეიქმნა 1995 წლის 5 აპრილს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ორ – შემოქმედისა და ბათუმ-სხალთის - ეპარქიად გაყოფის შედეგად.

ეპარქიის - პირველ მმართველ მღვდელმთავრად დადგინდა ეპისკოპოსი იობი (აქიაშვილი, ამჟამად ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი), რომელიც 1992 წლის 21 დეკემბრიდან იყო ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი. 1996 წლის 8 ნოემბერს ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი, ამჟამად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი). ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, ეპისკოპოს დიმიტრის (2003 წლის 14 სექტემბრიდან – მთავარეპისკოპოსი), ლოცვა-კურთხევით ეპარქიაში დაიწყო ბევრი ახალი ტაძრის მშენებლობა, მათ შორის: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი (ქ. ქობულეთი); წმ. ლაზთა მოწამეთა მამათა სამონასტრო კომპლექსი (სარფი); წმ. გაბრიელ ქართველის ტაძარი (ქ. ბათუმი); წმ. კეთილმორწმუნე მეფე თამარის ეკლესია (ქ. ბათუმი); წმ. იოაკიმე და ანას ტაძარი (ქ. ბათუმი); წმ. სამების დედათა სამონასტრო კომპლექსი (ქ. ბათუმი, ფერია); წმ. ნინოს ტაძარი (ქ. ბათუმი); წმ. ნიკოლოზის ტაძარი (ქ. ბათუმი); წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარი (ქ. ბათუმი); ჯვართამაღლების სამონასტრო კომპლექსი (დაბა აგარა); წმ. მღვდელმოწამე კირიონის ტაძარი (ქ. ქობულეთი); წმ. ილია წინასწარმეტყველის ტაძარი (ქ. ბათუმი) და სხვ.

ეპისკოპოს დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა ბათუმის მეფე თამარის სახელობის საბავშვო ბაღი, წმ. ილია მართლის სახელობის საბავშვო ბაღი, ხულოს ტბელ აბუსერიძის სახელობის გიმნაზია, ქობულეთის წმ. კირიონ III-ის სახელობის გიმნაზია. ეპარქიაში არსებული სასულიერო და ეპარქიას დაქვემდებარებული საერო სასწავლებლების კურირება-მართვის მიზნით შეიქმნა საეპარქიო განათლების განყოფილება (1998). ეპარქიაში პერიოდულად გამოიცემოდა გაზეთი „სხალთის ზარები“, ხოლო 2005 წლიდან მოქმედებს საეპარქიო რადიო „მშვიდობა ყოველთა“.

თ. ჩხაიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები