ბაგრატ I (აფხაზეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ I – აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე (881-893). დემეტრე II-ის ძე. მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს გიორგი I-ის ქვრივმა და იოანე შავლიანმა, რომელთაც უნდოდათ ბაგრატის მოკვლა, მაგრამ იგი გადარჩა და თავი შეაფარა კონსტანტინოპოლს, მალე ბაგრატი ბიზანტიელთა ჯარით უკან დაბრუნდა და დაიბრუნა ტახტი ხოლო ადარნასე შავლიანის ქვრივი, გუარამ მამფალის ასული, ცოლად შეირთო, „მატიანე ქართლისა“-ს ავტორი მოგვითხრობს „მოსცა ბერძენთა მეფემან ლაშქარი და გამოგზავნა ზღჳთ და ნავითა შემოვიდა აფხაზეთად და მოკლა ადარნასე, ძე იოვანესი და დაიპყრო აფხაზეთი და შეირთო ცოლი მისი, ცოლად ასული გუარამისა“.

ამის შემდეგ ბაგრატმა ჩამოიყვანა კონსტანტინოპოლიდან თავისი ცოლის ძმა, გუარამ მამფალის ვაჟი – ნასრი, რომელმაც ბაგრატ I-ის დახმარებით დაიკავა ოძრახე, ჯვარის ციხე და ლომსიანთა: „მისცა ლაშქარი მისი, ხოლო ნასრა შეიპყრნა სამნი ციხენი: ოძრაჴე, ჯუარის-ციხე და ლომსიანთა გუარამისივე აღშენებული“. ეს ლაშქრობა მიზნად ისახავდა აფხაზთა სამეფოს კლარჯეთში გაბატონებას. მაგრამ ამ ბრძოლაში ჩაებნენ გურგენი და ადარნასე დავითის შვილი. მათ დაეხმარნენ სომხები, კერძოდ სომეხთა მეფე აშოტი და მდინარე მტკვართან მოხდა შეტაკება, სადაც ნასრი, მისი მოკავშირე აფხაზები და ოსები დამარცხდნენ, ხოლო თვით ნასრი ამ ბრძოლაში დაიღუპა. დაიღუპნენ ასევე ოსთა სარდალი ბაყათარი და აფხაზთა ერისთავი.

როგორც ვხედავთ ბაგრატის ჩარევამ კლარჯეთის საქმეში მარცხი განიცადა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები