იოანე შავლიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოანე შავლიანი – აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 868 წლიდან.

გიორგი I-ის სიკვდილის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო მისი ძმისშვილი, დემეტრე II შვილი ბაგრატი, მაგრამ გიორგი I-ის ქვრივი წინ აღუდგა მის გამეფებას და დაუკავშირდა აფხაზეთის დიდგვაროვანს − იოანე შავლიანს. მან მოაწყო შეთქმულება. ჩიხას ერისთავი მოკლული იქნა, ხოლო ბაგრატი კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს და თავი ბიზანტიას შეაფარა.

ტახტზე ავიდა იოანე შავლიანი (შავლიანები – საფიქრებელია სვანური წარმოშობის საგვარეულო იყო), მან თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად თავის ვაჟს შერთო გუარამ მამფალის ასული.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები