გიორგი I (აფხაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი I – აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე 861-868. ლეონ II-ის ძე. მან შეძლო დაეპყრო შიდა ქართლი, სადაც ერისთავად დასვა თავისი ძმისწული – დემეტრე II-ის ვაჟი. „მატიანე ქართლისა“ მოგვითხრობს გიორგი I-ის ამ ღონისძიებების შესახებ: „მას ჟამსა გამოვიდა გიორგი. აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დიმიტრის, ძე ლეონისი დაიპყრო ქართლი და დაუტოვა ერისთავად ჩიხას. ძე დიმიტრისი, რომელსა ერქუა ბაგრატი“. გიორგი I-ის საუფლისწულო მამული იყო აღწეფი და ამიტომ მას გიორგი აღწეფელი ეწოდებოდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები