თეოდოს II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოდოს II – აფხაზეთის - დასავლეთ საქართველოს მეფე, ლეონ II-ის შვილი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის დაუფლებისათვის ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობდა კახეთის მთავარ გრიგოლსა და აშოტ კურაპალატს შორის. იგი იყო აშოტის სიძე და მისი მხარე ეჭირა „მატიანე ქართლისა“-ს ავტორის ცნობით, „მას ჟამსა გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმან და უშუელა თეოდოს აფხაზთა მეფემან ძემან მეორისა ლეონისმან, რომელიც იგი სიძე იყო და აშოტ კურაპალატისა“. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა აშოტმა და „დაიპყრო აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსანამდის“.

„მატიანე ქართლისაჲ“-ს ავტორის ცნობა მას არასწორად მიაწერს ბუღა თურქთან შებრძოლებას, სადაც თეოდოსი დამარცხდა და გაიხიზნა დვალეთის გზით. ბუღა-თურქის შემოსევის ჟამს (853) აფხაზთა მეფე იყო თეოდოსის უმცროსი ძმა დემეტრე II („მეფეთა დივანი“).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები