ბაბილონის მათემატიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაბილონის მათემატიკა – ძველი ბაბილონის ხალხებმა – შუმერებმა და აქადებმა, ეგვიპტურ მათემატიკასთან ერთდროულად და მათგან დამოუკიდებლად შექმნეს თავისი მათემატიკა; ისინი წერდნენ სოლისმაგვარი ნიშნებით თიხის ფილებზე, რომლებსაც შემდეგ მზეზე აშრობდნენ. ასეთი თიხის ფილებს ათასობით ნახულობენ ბაბილონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას.

აღმოჩენილია ბაბილონის მათემატიკური ენციკლოპედია ორმოცდა ოთხი ცხრილის სახით, რომელიც წარმოადგენს ცნობას ბაბილონის მთელი მათემატიკური მიღწევების შესახებ და მიეკუთვნება დაახლოებით ორი ათას წელს ჩვ. წ. აღრ-მდე. ამ ენციკლოპედიიდან ჩანს, რომ იმ შორეულ წარსულში ბაბილონელებს გააჩნდათ საკმაო ხერხები პრაქტიკული მიწათმოქმედების, სარწყავი არხების, ვაჭრობის და სხვა ამოცანების ამოსახსნელად.

ბაბილონელები იყვნენ ასტრონომიის მეცნიერების ფუძემდებლები. მათგან მოდის შვიდდღიანი კვირა, წრის დაყოფა 360 ტოლ ნაწილად, საათის დაყოფა 60 წუთად, წუთისა – 60 წამად, წამისა – 60 ტერციად.

ბაბილონელებმა შექმნეს თვლის 60-ბითი სისტემა; ზომა-წონის სისტემა, რომელშიც ყოველი ზომა 60-ჯერ მეტი იყო წინა ზომაზე.

ჩვ. წ. აღრ-მდე მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ბაბილონის შემდგომ ასირიის (ასურეთის) სამეფოში, ამიერკავკასიაში ვანის (ურარტუს) სამეფოებში შეითვისეს ბაბილონის მათემატიკა და გადაამუშავეს იგი. დადგენილია, რომ ისინი გადავიდნენ ათობით ნუმერაციაზე, რომელიც ახლოსაა დღევანდელ ათობით პოზიციურ სისტემასთან.

ასე, რომ ბაბილონელების მათემატიკამ ურარტუს ხალხების საშუალებით დიდი გავლენა მოახდინა ამიერკავკასიის ხალხების ძველ მათემატიკურ კულტურაზე.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები